Saturday, July 3, 2010
ბარბარიზმები ქართულ თანამედროვე ლექსიკაში
პროექტის სახელ:ბარბარიზმები ქართულ თანამედროვე ლექსიკაში.
პროეკტის მოკლე აღწერა:ჩვენი მშობლიური ენის შენარჩუნების საკითხები დღეს ყველას ერთნაირად აღელვებს-სპეციალისტებსაც და რიგით ადამიანებსაც. აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის ლექსიკის გაუმჯობესება, ჩვენი მოსახლეობის ლექსიკის გაუმჯობესება.
პროექტის სრული აღწერა:;ბარბარიზმი'' ენისათვის შეუფერებელი,სხვა ენებიდან საჭიროების გარეშე შემოსული სიტყვები ან გამოთქმებია. იგი წარმოდგება ლათინური სიტყვიდან ,,ბარბაროს'',რაც ნიშნავს უცხოს.ენის სიწმინდის დაცვასთან დაკავშირებით ვსვამთ კითხვას:რა არის ჩვენი მოსწავლეების და მასწავლებლების მოვალეობა?რა შეგვიძლია?
პროექტის განხორციელების მიზნით შედგა მოსწავლეების სამოქმედო ჯგუფი, ჩემი,როგორც პროექტის ფასილიტატორის ხელმძღვანელობით.
მოსწავლეთა ასაკი:14 დან 16 წლამდე.
პროექტი გაგრძელდა 3 კვირის მანძილზე.
აქტივობები:პროექტის ფარგლებში მოვაწყვეთ გასვლითი აქცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, გავაკარით პლაკატები წარწერით,,დავიცვათ ენის სიწმინდე'', ,,გაუფრთხილდი მშობლიურ ენას'', ,,ქართული ენა ბარბარიზმების გარეშე''.
სკოლაში დავდგით საჯარიმო ყულაბა, წარწერით:,,გაუფრთხილდი მშობლიურ ენას'', ენის სიწმინდის დამრღვევი დავაჯარიმეთ, შემოწირული თანხით შევიძინეთ და დავამზადეთ პლაკატები.მოსწავლეებს, რომლებსაც პროექტის განხორციელების მანძილზე არ გამოუყენებიათ ბარბარიზმები–დავაჯილდოვეთ სიგელებით და მცირედი საჩუქრებით.პროექტის ფარგლებში მოვაწყვეთ დისკუსია თემაზე:,,ჩვენ შეგვიძლია და გვაქვს საშუალება ვიმეტყველოთ წმინდა ქართულით''.
სარგებელი სხვებისთვის:ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი არის; მშობლიურიენის შენარჩუნება–ქართული ენის სიწმინდის დაცვა; მოსახლეობის ლექსიკის გაუმჯობესება და ჩვენს მიერ ჩატარებული აქციით, ჩვენი მეგობრების და ახლობლების მეტყველებიდან ბარბარიზმების ამოღება.
სამუშაო ენა:ქართული.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ქართული ენის თვითმყოფადობის დაცვას და გაფრთხილებას.
პროექტის,,ფასილიტატორი''–ნინო შუბითიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
ფასილიტატორის ელექტრონული ფოსტა.
nino.shubitidse@gmail.com
პროექტის ფორუმი: პროექტის დევიზი: ,,თუ შენი არ დააფასე, ვერც სხვისას დააფასებო'', ამიტომ ყველა ჭეშმარიტმა ქართველმა უნდა იზრუნოს ქართული ენის სიწმინდის დაცვაზე. საბჭოთა პერიოდში ქართულ ენას ემუქრებოდა სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა, მაგრამ ქართველმა ერმა ეს არ დაუშვა და დაიცვა იგი.1978 წლის 14 აპრილს მთელი საქართველო აღდგა ენის დასაცავად. ხოლო ეს დღე გამოცხადდა ქართული ენის დღედ და ამ დღიდან დაიწყო აქტიური ბრძოლა ენაში შემოჭრილი უცხო სიტყვების/ბარბარიზმების/ წინააღმდეგ, რომლებიც საჭიროების გარეშე შემოვიდა და დამკვიდრდა ჩვენში.
Subscribe to:
Posts (Atom)